ვლადიმირ პუტინი მონაწილეობას მიიღებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მზადაა მონაწილოება მიიღოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2012 წლის 4 მარტს გაიმართება.ამის შესახებ 24 სექტემბერს, ”ედინაია რასიას”  ყრილობაზე გახდა ცნობილი.” მინდა მადლობა  მოგახსენოთ, რომ მხარს უჭერთ ჩემს გადაწყვეტილებას კენჭი ვიყარო პრეზიდენტის პოსტზე” - უთხრა  პუტინმა პარტიის ყრილობის დელეგატებს და გამოთქვა იმედი, რომ მისი ხელახალი გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსეთის მთავრობას დმიტრი მედვედევი უხელმძღვანელებს. მანამდე,   პუტინმა პარტიას შესთავაზა  რუსეთის დუმის არჩევნებისთვის  ( რაც 2011 წლის დეკემბერში გაიმართება) ”ედინაია რასიას” პარტიულ სიას მედვედევი ჩაუდგეს სათავეში. ’მე და მედვედევი  შეთანხმებულები ვართ სამომავლო საკითხებზე”-თქვა პუტინმა. ყრილობაზე   პუტინის  გამოსვლამდე, თანაპარტიელებს  დმიტრი მედვედევმა მოუწოდა მხარი დაუჭირონ  საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ  პუტინის კანდიდატურას.”პრეზიდენტად კენჭი ვლადიმირ პუტინმა უნდა იყაროს”-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. თავის დროზე  ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა რუსეთში 4 წლიდან 6 წლამდე გაზრდილიყო.  2012 წელს არჩეული პრეზიდენტი გაზრდილი საპრეზიდენტო ვადით უხელმძღვანელებს ქვეყანას.

კომენტარები