თუ რუსეთი უარის იტყვის პოლიტიკურ რეფორმებზე და არ შეამცირებს დამოკიდებულებას ენერგორესურსების ექსპორტზე, ვერ დაძლევს დესტაბილიზაციის საფრთხეს, რომელიც მას ემუქრება . ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს რუსეთის მომავალი - აცხადებს თავის სტატიაში ყოფილი საბჭოთა ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი. მისი აზრით , პოლიტიკური სისტემა რუსეთში არის კორუმპირებული , არასტაბილური და ის რუსეთს არეულობისკენ მიაქანებს.
”ამ საფრთხეს გრძნობს ყველა, რუსეთის რიგითი მოქალაქეებიც და პოლიტიკური ლიდერებიც . მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა ხელისუფლება კოსმეტიკური რეფორმების მეტს არაფერს გვთავაზობს. ძნელია არ შეგექმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ ყოფნის ნება და მზადყოფნა მოძებნოს რეალური გამოსავალი”- წერს მიხაილ გორბაჩოვი რუსეთის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში
გორბაჩოვი რუსეთის პოლიტიკურ სისტემას აკრიტიკებს
tbl.ge/qta
დაკოპირდა




