თეირანი და მოსკოვი აგრძელებენ თანამშრომლობას ატომური ელექტროსადგურის შენებაში

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა,  რომ  თეირანი  მოსკოვთან  აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის  საკითხზე.  განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ირანში მუშაობა დაიწყო  რუსეთთან თანამშრომლობით აშენებულმა ატომურმა ელექტროსადგურმა  ”ბუშერმა”. ”ადრეც არა ერთხელ გვითქვავს, რომ  ჩვენ საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ერთად ავაშენებთ სხვა ატომურ ელექტროსადგურებსაც. ჩვენ გვაქვს საკუთარი გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად ამისა აუცილებლად გამოვიყენებთ უცხოელი ექსპერტების გამოცდილებასაც.”-აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ტელეკომპანია Russia Today-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

აშშ და მასთან ერთად დასავლეთის სხვა ქვეყნები მოუწოდებდნენ მოსკოვს თავი შეეკავებინა ირანთან ერთად ” ბუშერის”  პროექტში მონაწილეობისგან, რადგან  ამით ის   წაახალისებდა და დააჩქარებდა ირანის მიერ ბირთული იარაღის შექმნის პროცესს. საპასუხოდ  რუსეთი აცხადებდა, რომ "ბუშერი" მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს და არა-სამხედრო პროგრამას  მოემსახურება.  დასავლეთში შიშობენ, რომ ბირთვული ტექნოლოგიების განვითარება ირანს ატომურ სახელმწიფოდ აქცევს. დასავლელ ექსპერტებს  აშფოთებთ  ბუნებრივი ენერგორესურსებით  მდიდარი სახელმწიფო რატომ არის ასე დაინტერესებული ატომური ელექტროსადგურების შენებით.

 

კომენტარები