საფრანგეთში ნიქაბის ტარების გამო მოქალაქე დააჯარიმეს

 ორი ფრანგი მუსლიმი ქალბატონი, რომლებიც საფრანგეთში ჩადრის ამკრძალავალი კანონის საწინააღმდეგოდ მთლიან სახეს კვლავაც იბურავენ სასამართლომ 120 და 80 ევროთი დააჯარიმა დააჯარიმა. ისინი სარჩელს ამზადებენ ევროპის ადამინის უფლებების სასამართლოსთვის. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით კი პროტესტის ნიშნად პრეზიდენტს ანქვაბით უნდა წარუდგეს. ზოგიერთი მუსლიმური ჯგუფის განცხადებით, მას შმედეგ რაც აკრძალვა ძალაში შევიდა საზოგიადოების ზოგიერთმა წევრმა ქალებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს. აკრძალვის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ნიქაბის ტარება პირადი არჩევანია და აღნიშნული უფლება ევროპული კანონით დაცულია.

აღნიშნული კანონი ქვეყანაში მაისში ამოქმედდა. საფრანგეთთან ერთად მსგავსი კანონპროექტის მიღებას რამდნეიმე ევროპული ქვეყანაც გეგმავს. მათ შორის არიან ბელგია, იტალია, დანია, ავსტრია, ჰოლანდია და შვეიცარია. 

კომენტარები