ამერიკა პალესტინის გაეროში გაწევრიანების მოთხოვნას „ვეტოს დაადებს“

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ  ობამამ პალესტინელ  ლიდერთან, მაჰუმ აბასთან  შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ის გამოიყენებს ვეტოს მისი მხრიდან გაეროს წევრობის მოთხოვნაზე. ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ისრაელთან მოლაპარაკებების მეშვეობით შეიძლება.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი  შიშობს, რომ ვეტოს გამოყენებამ შესაძლოა დაპირისპირებულ  მხარეებს  შორის ძალადობის ახალი ტალღა წარმოშვას.

პალესტინის გაეროს წევრობის საკითხი მას შემდეგ იქცა აქტუალური, რაც აბასმა ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის, ბან კი-მუნისთვის წევრობაზე განაცხადის შეტანისთის მზადება დაიწყო. ამის განხორციელებას ლიდერი პარასკევს აპირებს.  მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში წევრობის საკითხს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ, სადაც 15 წევრიდან ათი სახელმწიფოს თანხმობა იქნება საჭირო. თანაც არც ერთმა მუდმივმა წევრმა განცხადებას ვეტო არ უნდა დაადოს. დასავლელი დიპლომატები  დროის მოგების მიზნით ხმის მიცემის პროცედურის გადადებას უჭერენ მხარს, რადგან ობამა ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. 

კომენტარები