რომის პაპი გერმანიაში ვიზიტს იწყებს

რომის პაპი ბენედიქტ XVI დღეს პირველ სახელმწიფო ვიზიტს იწყებს გერმანიაში. იქ პაპი ოთხ დღეს დარჩება. გერმანიის ბუნდესტაგის არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს გერმანიის პარლამენტში რომის პაპის გამოსვლას. ბენედიქტ XVI -ის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საპროტესტო აქციების გამართვა დაიგეგმა. აქციების ორგანიზატორები კათოლიკური ეკლესიისგან ცელიბატის (სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა ეკლესიის მოთხოვნით) გაუქმებას მოითხოვენ და   რომის პაპს პედოფილი მღვდლების  სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

კომენტარები