გაეროს გენერალურ ასამბლეზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მიღწევა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით რთულია, ვიდრე ფარატინა ქაღალდზე მშვიდობაზე შეთანხმება. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე, მათ შორის არაბულ გაზაფხულად მონათლულ რევოლუციებზე, რომლებმაც ტირანიებს დაუსვა წერტილი. ”2011 წელს მსოფლიო შეიცვალა. ხანგრძლივი ტირანია ლიბიაში 2 თვეში დაემხო. კადაფის რეჟიმი დასრულდა, ბინ ლადენი მკვდარია. მსოფლიოში რაღაც ხდება, ტირანიები წარსულს ბარდებიან” - თქვა აშშ პრეზიდენტმა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ობამა ისრაელის და პალესტინის თემას შეეხო. ” ჩვენ ვოცნებობთ ისეთ დროზე, როცა პალესტინელები თავისუფლად იცხოვრებენ და სწორედ ამისთვის არის საჭირო მოლაპარაკებები. ”- თქვა მან. ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ისრაელის უსაფრთხოების თემაზე, აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა შემოსაზღვრულია სახელმწიფოებით, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ეომებოდნენ მას, კლავდნენ ისრაელის მოქალაქეებს . ობამამ გააკეთა მინიშნება, რომ სამშვიდობო შეთანხმება რომელიც მიიღწევა ამ რეგიონში უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისრაელის ინტერესს.
” მე ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ პალესტინელები იმსახურებენ ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო. როგორც ისრაელს ისე პალესტინელებს აქვთ კანონიერი მოთხოვნები . მათ უნდა შეძლონ ერთმანეთთან მოლაპარაკება და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უბიძგოს მათ მოლაპარაკებებისკენ.”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
გაეროს გენ ასამბლეას ბარაკ ობამამ მიმართა
tbl.ge/18ot
დაკოპირდა




