ისლამისტურმა რადიოსადგურმა სომალიში კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს ჯილდოდ ავტომატები და ხელყუმბარები გადასცა. BBC -ს ცნობით, კონკურსი ყურანის კითხვაში დაჯგუფება აშ შაბაბ-ის მიერ დაარსებულმა რადიოსადგურმა ჩაატარა. პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს კონკურსის ორგანიზატორებმა 700 აშშ დოლარი და ავტომატი АК-47 გადასცეს. მეორე ადგილზე გასულს, ავტომატთან ერთად, 500 დოლარი ერგო. პრიზი მესამე ადგილისთვის, 400 დოლართან ერთად, ორი ხელყუმბარა გახდა. კონკურსანტებს ასევე ისლამური ლიტერატურა გადასცეს.
როგორც ბავშვების დაჯილდოების ცერემონიაზე დაჯგუფება „აშ შაბაბ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მუხთარ რობოუმ განაცხადა, „ბავშვი ერთი ხელით ცოდნას უნდა ეუფლებოდეს, მეორეში კი იარაღი უნდა ეჭიროს ისლამის დასაცავად“.
აშ შაბაბ-ი ალ-ყაედასთან დაკავშირებული ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც სომალის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.
1991 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, სომალის მთავრობის იურისდიქცია ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე აღარ ვრცელდება. ქვეყნის რეგიონებს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ.