აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნიუ იორკში პალესტინის და ისრაელის ლიდერებს შეხვდება. ობამა შეეცდება პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის დარწმუნებას, რათა მან უარი თქვას გაეროს მიერ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნაზე . მაჰმუდ აბასი აპირებს ოფიციალურად მიმართოს გაეროს პალესტინის აღიარების მოთხოვნით. აშშ ცდილობს გამონახოს დიპლომატიური გზები უშიშროების საბჭოში პალესტინის სახელმწიფოდ ცნობის საკითხზე კენჭისყრის თავიდან ასაცილებლად, რა შემთხვევაშიც ვეტოს უფლებით სარგებლობას აპირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ ისრაელის და აშშ-ს პოზიციის მიუხედავად, რუსეთი მხარს დაუჭერს პალესტინელთა მოთხოვნას.
ობამა ისრაელის და პალესტინის ლიდერებს შეხვდება
tbl.ge/lc4
დაკოპირდა




