ძლიერი ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში ძლიერმა ტაიფუნმა, რომელსაც ქვეყანაში კოკისპირული წვიმები და წყალდიდობები მოჰყვა, ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტაიფუნ როკეს (Roke) დარტყმის ობიექტი შესაძლოა ფუკუსიმა გახდეს, სადაც ინჟინრები ახლაც ცდილობენ მარტის ცუნამის შემდეგ ბირთვული სადგურის კონტროლზე აყვანას. გარდა ამისა, შესაძლოა წვიმამ ზღვაში რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაღვრა გამოიწვიოს.

ქვეყანის მასშტაბით  მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

ცენტრალურ და დასავლეთ იაპონიაში ოთხი ადამიანის სიცოცხლე შტორმმა იმსხვერპლა. დაკარგულია ორი მოქალაქე, მათ შორის ცხრა წლის ბიჭი.

გადაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი, გადიადო ასობით ფრენა. დედაქალაქში დაკეტილია სკოლები.

ერთი თვის განმავლობაში ეს იაპონიისთვის უკვე მეორე ტაიფუნია. წინა შემთხვევაში, ტაიფუნმა ტალასმა (Talas) 90 ადამიანი შეიწირა. 

 

 

 

კომენტარები