მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობა

მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ბურჰანუდირ რაბანის მკვლელობა.  რაბანი ავღანეთის პრეზიდენტი 1992-96 წლებში იყო . ის  თვითმკვლელმა ტერორისტმა სამშაბათს , ქაბულში მოკლა. რაბანი 70 წლის იყო, ის ხელმძღვანელობდა ოფიციალურ საბჭოს, რომელიც ავღანეთში ომის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარებას ცდილობდა. ქაბულში მომხდარის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ. მას გაეროს გენ ასამბლეაში უნდა მიეღო მონაწილეობა. რაბანის მკვლელობა დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, აშშ-ს  და საფრანგეთის  პრეზიდენტებმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და სხვა ლიდერებმა .  


კომენტარები