უკრაინის პარლამენტთთან მრავალათასიანი აქცია გაიმართა

უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის დასაცავად დღეს ათასკაციანი სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო. უკრაინის პარლამენტის შენობასთან  მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, მასზე შეკრებილმა ,  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეებმა  და სამხედრო ვეტერანებმა, მათთვის განკუთვნილი შეღავათების  მოსალოდნელი შემცირება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის ღობე, სპეცნაზმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. უკრაინის  პარალამენტის წევრები მომიტინგეთა დელეგაციას შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ამ კვირაში აღარ განიხილავენ კანონპროექტს შეღავათების შემცირებასთან დაკავშირებით. ვეტერანები კანონპროექტის მათთან შეთანხმებას მოითხოვენ.

კომენტარები