ჩინეთის სავალუტო ბაზრის მსხვილმა მოთამაშემ Bank of China-მ ევროპის რამდენიმე ბანკთან, მათ შორის Societe Generale-თან, Credit Agricole და BNP Paribas-თან სავალუტო ოპერაციები შეაჩერა. ჩინური მხარე მიზეზად ევროზონის საკრედიტო კრიზისსა და სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მიერ ევროპული ბანკებისთვის რეიტინგის შემცირებას ასახელებს. Bank of China-მ ვაჭრობა შვეიცარულ UBS AG-სთანაც შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ტრეიდერის არასანქცირებული ქმედებების გამო ბანკმა 2,3 მილიარდი დოლარი დაკარგა.
აზიის ბანკები ევროპულ ბანკებთან თანამშრომლობას სხვა ბაზრებზეც წყვეტენ, რადგან საბერძნეთისა და ევროპის ეკონომიკის პრობლემების რისკების საკუთარ თავზე აღება არ სურთ.
აზიის ბანკები ევროპულ ბანკებთან თანამშრომლობას სხვა ბაზრებზეც წყვეტენ, რადგან საბერძნეთისა და ევროპის ეკონომიკის პრობლემების რისკების საკუთარ თავზე აღება არ სურთ.




