თურქეთის პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობს

თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ბერლინში თავის გერმანელ კოლეგას კრისტიან ვულფს შეხვდა , რის შემდეგაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ევროკავშირის განვითარებაში. თურქეთის სურვილს გახდეს ევროკავშირის წევრი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწინააღმდეგება. ის მომხრეა თურქეთს ევროკავშირის წევრობის ნაცვლად  ჰქონდეს ”პროვილეგირებული პარტნიორის ” სტატუსი. თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს სამშაბათს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში განიხილება გერმანიაში  მცხოვრები თურქებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც.




კომენტარები