#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/iaponiagubaza.png##fbimage#
ტოკიოში დღეს 60000-ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციაში და მოთხოვა იაპონიამ უარი თქვას ატომური ელექტროსადგურების გამოყენებაზე. დემონსტრანტთა ნაწილი ტოკიოში ქალაქ ფუკუსიმიდან ჩავიდა, სადაც მარტის ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ბლოკი გამოვიდა მწყობრიდან . შექმნილი საფრთხის გამო, მაშინ ფუკუსიმაში, ატომური ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრის რადიუსში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა . იაპონიაში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები ცხადყოფს, რომ იაპონელთა 70 პროცენტი ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების არსებობის წინააღმდეგია. 



