#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/rusiabang.png##fbimage#
რუსი მაგნატი, ბრიტანული Independent-ისა და Evening Standard-ის მფლობელი, ალექსანდრ ლებედევი ტელე შოუს ჩაწერის წინ ბიზნესმენ, სერგეი პოლონსკის კრიტიკის გამო დაუპირისპირდა. დაპირისპირება პარასკევს, რუსეთის წამყვან არხზე, NTV-ზე მოხდა. ისინი მიწვეულნი იყვნენ გადაცემაში ,,კრიზისი - რუსული პასუხი“ (Crisis – Russian Response), რომელიც 17 სექტემბერს ნაწილობრივ გავიდა ეთერში. დისკუსია მიმდინარეობდა ახალ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსა და რუსეთის მიერ მისი დაძლევის გზებზე. ლებედევის ოპონენტი პოლონსკი 2008 წელს Forbes-მა მსოფლიო მილიარდელთა სიაში 962 ადგილზე დაასახელა. თუმცა, მან მსოფლიო კრიზისის შემდეგ აღნიშნული პოზიცია დაკარგა. ტელეშოუს დროს პოლონსკიმ განაცხადა, რომ დაიღალა ეკონომიკურ კრიზისზე უსარგებლო დისკუსიით მაგნატთან და დასძინა, რომ ამ დისკუსიას ვინმეს ცემა ერჩივნა. ლებედევმა ნათქვამი სერიოზულად მიიღო და პოლონსკის სახეში დაარტყა. რის შედეგადაც ბიზნესმენი სტუდიის სცენაზე დავარდა.




