#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/PALESTINAMAFIA.png##fbimage#
პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის ნიუ-იორკში ჩავიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროსთვის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნით მიმართვის შემდეგ შესაძლოა ”ძალიან რთული ვითარება შეიქმნას”. სავარაუდოდ აბასი შესაბამის განაცხადს პარასკევს გააკეთებს და ამის შემდეგ საკითხი განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა. ისრაელსა და მასთან ერთად შეერთებული შტატებში ფიქრობენ, რომ გაეროში პალესტინის აღიარების საკითხი განხილვა სამშვიდობო მოლაპარაკებების განვითარების შანსს დააზარალებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის შემთხვევაში ვეტოს უფლებით ისარგებლებს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გაეროში პალესტინელთა მოთხოვნის განხილვა უფრო მეტ ზიანს მოიტანს ვიდრე სარგებელს.




