გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მმართველი კოალიცია ბერლინის რეგიონულ გამოკითხვებში დამარცხდა. საპარლამენტო შედეგების მიხედვით, კოალიციის უმცროსმა პარტნიორმა, თავისუფალმა დემოკრატებმა (FDP) ხმათა მხოლოდ 2% მიიღეს. კორესპონდენტთა განცხადებით, მათმა მარცხმა შესაძლოა პარტიაში ევროსკეპტიციზმი გააღვივოს და ზოგადად მერკელის კოალიციაში დესტაბილიზაცია შეიტანოს.
FDP-ის რეიტინგი დღესათვის 2006 წლის 7,6%-იანი მაჩვენებლიდან 2%-მდე ჩამოვიდა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საჭირო 5%-იან ზღვარს მკვეთრად ჩამორჩება.პარტიის მოადგილის ქრისტიან ლინდნერის შეფასებით, არჩევნები მათთვის ,,გამომაფხიზლებელი ზარი“ გახლდათ. Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ მომავალი წელი რთული იქნება პარტიისთვის, რასაც აღნიშნული გამოკითხვაც აშკარად ადასტურებს.
სოციალ დემოკრატებმა - SDP - კი ხმათა 29% დააგროვეს (2006 წელს 30,8%) . ისინი 2009 წლიდან ოპოზიციაში იმყოფებოდნენ. მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა 23% მიიღო, რითაც 2006 წლის მაჩვენებელი (21,3%) მცირედით გააუმჯობესა. თუმცა, მათთან ერთად პოზიციები გაიმყარეს მწვანეებმა - 13,1%-იანი მონაცემები 18%-მდე გაზარდეს. სამაგიეროდ შემცირდა მემარცხენე პარტიის მიერ მიღებული ხმები - 13,4%-დან 11,5%-მდე.
სოციალ-დემოკრატებმა უკვე დაკარგეს ბერლინის მთავრობაზე კონტროლი, თუმცა ისინი ამჟამინდელი პარტნიორის, მემარცხენე პარტიის, მწვანეებით შეცვლას გეგმავენ.
მერკელის მთავრობისთვის კი მთვარი ცუდი ამბავი თავისუფალი დემოკრატების კრახია.