ლატვიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ”თანხმობის ცენტრმა” გაიმარჯვა

ლატვიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა ”თანხმობის ცენტრმა”  ,  რომელსაც რუსულენოვანი უმცირესობა ემხრობა.   მეორე ადგილზე  გავიდა  ყოფილი პრეზიდენტის ვალდას ზატლერსის მიერ არჩევნების წინ დაარსებული რეფორმების პარტია , ხოლო მესამე ადგილზე   პრემიერ-მინისტრის,  ვალდის დომბროვსკის  მმართველი პარტია.  ექსპერტები  მსჯელობენ იმაზე შეძლებს თუ არა ” თანხმობის ცენტრი” ლატვიის ახალ  პარლამენტში პარტნიორების პოვნას  კოალიციური  მთავრობის შესაქმნელად და  ვარაუდობენ,  რომ  კოალიციის შექმნის საკითხზე მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები დაიწყებენ მოლაპარაკებებს. ექსპერტთა მოსაზრებებით,  ლატვიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რადიკალურ ცვლილებებს ვერ შეიტანს ნატოსა და ევროკავშირის წევრი  სახელმწიფოს  და რუსეთის ურთიერთობებში, რადგან ლატვიაში  ”  თანხმობის ცენტრი” მაინც უმცირესობაში დარჩება.  


კომენტარები