მაჰმუდ აბასი პირობას დებს, რომ მიაღწევს გაეროს მხრიდან პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას

პალესტინის ავტონომიის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა პალესტინელებისადმი საკუთარ    მიმართვაში განაცხადა, რომ მიაღწევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან  პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას.  ამერიკის შეერთებული  შტატების ადმინისტრაციაში   აღნიშნეს, რომ   აშშ  ისარგებლებს ვეტოს უფლებით, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინის აღიარების საკითხს განიხილავს.  მოსალოდნელია, რომ პალესტინის ავტონომიის ლიდერი  აბასი პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების ოფიციალური  მოთხოვნით    გაეროს მალე, გენერალური ასამბლეის გახსნისას მიმართავს.  


კომენტარები