დანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად უმრავლესობა მემარცხენე -ცენტრისტებმა მოიპოვეს, მათი მეთაური ჰელე ტორნინგ-შმიდტი დანიის პირველი ქალი პრემიერი გახდება . დანიაში სოციალ -დემოკრატები ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ოპოზიციაში იმყოფებოდნენ. დღეს ქვეყნის 179-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მათ 89 მანდატი აქვთ. მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიას კი 86 . ლარს ლოკე რასმუსენმა, რომლის ბლოკიც წლების მანძილზე იყო დანიის სათავეში უკვე აღიარა დამარცხება.
სოციალ-დემოკრატები საარჩევნო კამპანიის დროს ხაზს უსვავდნენ გადასახადების და საჯარო დანახარჯების გაზრდას. ეკონომიკური კრიზისის შედეგად ქვეყანაში დეფიციტმა მშპ-ს 4,6% შეადგინა. არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადგილობრივი ბანკები. სოციალ- დემოკრატები გამოდიოდნენ მკაცრი საიმიგრაციო კანონების შეცვლის დაპირებით.
რასმუსენის ლიბერალურ-კონსერვატიული ალიანსი დამოკიდებული იყო მიგრაციის მოწინააღმდეგე სახალხო პარტიის მხარდაჭერაზე საკანონმდებლო ორგანოში მიგრაციის საკითხის გასატანად. ეს უკანასკნელი პარლამენტში სიდიდით მესამე პარტიაა. დანია შენგენის ზონის წევრი ქვეყანაა და მემარჯვენეებს სურდათ სასაზღვრო კონტროლი კიდევ უფრო გაემკაცრებინათ. ქვეყანა დღეისათვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. დანია ევროკავშირის წევრია, მაგრამ უარი თქვა ევროს მიღებაზე.