პოლონეთი და ჩეხეთი გაზპრომის წინააღმდეგ

პოლონეთში , ჩეხეთის საზღვრის მახლობლად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა საზეიმოდ გახსნეს ორი ქვეყნის გაზსადენების  დამაკავშირებელი ინტერკონექტორი.  დონალდ ტუსკის განცხადებით,   პოლონეთის და ჩეხეთის  ამ ერთობლივი პროექტის რეალიზაცია დადებითად  აისახება    პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და შექნის   პოლონეთში  ნორვეგიული ბუნებრივი აირის გადაქაჩვის შესაძლებლობასაც.  პოლონეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ პროექტის რეალიზაცია  მის ქვეყანას  თავიდან ააცილებს  გაზის მიწოდებაში ხელოვნურ პრობლემებს. გავრცელებული ცნობებით, პოლონეთი ყოველწლიურად 13-14 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს, რის ნაწილსაც ”გაზპრომი” აწვდის.   



კომენტარები