კადაფის მომხრეთა ბოლო წინააღმდეგობა

ლიბიის დროებითი მთავრობის წევრების განცხადებით, მათი მებრძოლები სანაპირო ქალაქ სირტეში ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მოამარ კადაფის მომხრეთა წინააღმდებობას წააწყდა. ეროვნული გარდამავალი საბჭოს მიერ გაგზავნილმა სამხედრო ძალებმა გაარღვიეს ქალაქის სამხრეთსა და დასავლეთში მდებარე თავდაცვითი ნაგებობები, თუმცა აღნიშნულ წარმატებას მხოლოდ ადგილობრივთა ძლიერი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ლიბიას ამ დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი სტუმრობდა. ოფიციალური განცხადებით, ვიზიტის მიზანი რეგიონში ანკარას გავლენის გაძლიერება და დემოკრატიის გამყარების წახალისებაა. მანამდე ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ეს უკანასკნელნი კადაფის გადადგომის შემდეგ პირველი მსოფლიო ლიდერები გახლდათ, ვინც ქვეყანა მოინახულა.

კომენტარები