ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, სამხრეთ კავკასიის 20- წლიანი დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ფოკუსირებული იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო პერსპექტივაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯასტინ ფრიდმანმა, განაცხადა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას ჟენევის მოლაპარაკებებში; კვლავ იმუშავებს მინსკის ჯგუფთან ერთად, რომ მიაღწიონ შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხზე და კვლავ დაუჭერს მხარს სომხეთისა და თურქეთის შერიგებას. ფრიდმანი სახელმწიფო დეპარტამენტში კავკასიის საკითხებისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორია.
ფრიდმანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რეგიონი სამი დიდი ძალის - რუსეთის, თურქეთისა და ირანის - გადაკვეთის წერტილია და რომ ამ ქვეყნებს კონფლიქტური ინტერესები აქვთ. მან განაცხადა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერას დასავლური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის შექმნის გზაზე. თუმცა, ფრიდმანის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც გზად სირთულეები შეხვდება.