#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/gemi.png##fbimage#
ნორვეგიის სანაპიროსთან, სასეირნო გემზე გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. სასეირნო გემის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა ხანძრის დროს, რომელიც ტრიუმებში გაჩნდა. ხანძარი სამანქანო განყოფილებაში დაიწყო და შემდეგ გავრცელდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენას წინ აფეთქება უძღოდა.
16 დაშავებულიდან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გემის 200-მდე მგზავრი კი ნაპირზეა ევაკუირებული. მეხანძრეების თქმით ხანძარი კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა ზარალის შეფასება მაინც საჭიროა.




