რუსმა მილიარდელმა პროხოროვმა დატოვა პარტია ”მართალი საქმე”

 რუსმა მილიარდელმა, მიხაილ პროხოროვმა განაცხადა, რომ ტოვებს პარტია ”მართალი საქმეს”. და აპირებს ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას.  მიხაილ პროხოროვის პარტიულმა  ოპონენტებმა დღეს  მხარი დაუჭირეს პარტიის ლიდერის პოსტიდან მის წასვლას.  გავრცელებული ცნობებით ,   განხეთქილების მიზეზი გახდა ის,  რომ  მომხრეების წინაშე გამოსვლისას პროხოროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი.  მას მეთოჯინე  უწოდა და მედიაზე ზეწოლაში, აგრეთვე,  ქვეყნის ხელმძღვანელობის დეზინფორმირებაში დაადანაშაულა.   პროხოროვი აპირებდა პრეზიდენტისთვის და პრემიერისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია პარტიაში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით, რომლის უკანაც მისი აზრით სურკოვი დგას.  რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს  რუსეთის  მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადება, რომლის თანახმად პუტინი  პარტიაში მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია და არ აპირებს მის ყოფილ ლიდერთან შეხვედრას.  


კომენტარები