აშშ-ში ღარიბების რიცხვმა იმატა

ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის ბიურო  ქვეყანაში ღარიბთა  რიცხვის ზრდას იუწყება. მის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს  შეერთებულ შტატებში ღარიბთა კატეგორიაში   46 მილიონი ადამიანი  დაფიქსირდა, რაც  ქვეყნის მოსახლეობის მეექვსედს უდრის. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1959 წლიდან მოყოლებული. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ღარიბად მიიჩნევა ადამიანი, რომლის ყოველწლიური შემოსავალი არ აღემატება 11139 დოლარს.

კომენტარები