აღმოსავლეთ აშშ-ში წყალდიდობაა

ტროპიკულმა შტორმა ლიმ გადაიარა, თუმცა კოკისპირულმა წვიმებმა აღმოსავლეთ ამერიკაში დამანგრეველი შედეგი დატოვა.
პენსილვანიაში, ნიუ-იორკსა და მერილენდში 130 000 ადამიანს სახლების დატოვება მოუწია. პენსილვანიაში დაახლოებით სამი ადამიანი დაიხრჩო, ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილი წყალდიდობის გამო.

აღმოსავლეთ ამერიკაში შენობები წყალმა დატბორა. ამ რეგიონში ქარიშხალმა ირენმა აგვისტოს ბოლოს უკვე გამოიწვია მდინარეების ადიდება, რამაც წყალდიდობა წარმოქმნა. გადაუღებელი წვიმების შემდეგ, დამცავი ჯებირები და კალაპოტები კიდევ უფრო დიდი დაწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
 

კომენტარები