კოკა-კოლა საფრანგეთს პროტესტს უცხადებს

კომპანია კოკა-კოლა უარს ამბობს სამხრეთ საფრანგეთში17 მილიონი ევროს ინვესტირებაზე. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ სასმელებზე დამატებითი გადასახადი დააწესა. კომპანიის გათვლებით ახალი გადასახადი პროდუქციას 3.5%-ით გააძვირებს, რაც მოგებაზე უარყოფითად აისახება. კოკა-კოლა ინვესტირებისთვის უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდება.

კომპანიამ პროტესტის ნიშნად საფრანგეთში მდებარე ქარხნის 40 წლის იუბილეს აღნიშვნაც გადაიფიქრა.

დამატებითი გადასახადის ამოქმედებას საფრანგეთის ხელისუფლება ბიუჯეტის შემცირების პროგრამის ფარგლებში აპირებს. მთავრობას იმედი აქვს რომ ეს გადასახადი ბიუჯეტს დამატებით 120 მილიონ ევროს მოუტანს.

 

კომენტარები