არიელ კოენი: პუტინის დაბრუნება ”გადატვირთვის” ილუზიებს გაფანტავს

პუტინის პოლიტიკურ დანიშვნებზე უსიტყვო თანხმობით, პრეზიდენტი მედვედევი შორდება თავის დემოკრატიულ რიტორიკას- აღნიშნავს  არიელ კოენი The  National Interest - ში გამოქვყენებუკლ სტატიაში სათაურით - ”რუსეთი ხელიდან უშვებს დემოკრატიზაციის შანსს” . იმის ნათელსაყოფად რამდენად სცდება ერთმანეთს მედვედევის რიტორიკა და საქმე, ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის   "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის  მკვლევარს   აგვისტოს ბოლოს, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორად პუტინის მხარდამჭერის და ”კაგებეს” ყოფილი თანამშრომლის   გიორგი პოლტავჩენკოს დანიშვნა მოჰყავს. ”პუტინის ერთგული პოლტავჩენკო სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორად იმისთვის დაინიშნა, რომ უზრუნველყოს სასურველი შედეგები დეკემბრის საპარლამენტო  და მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.-წერს არიელ კოენი და  ჩამოთვლის ფაქტებს იმის ასახსნელად თუ  რამდენად ყალბია მედვედევის რიტორიკაში გაჟღერებული ფრაზა : ” თავისუფლება უკეთესია ”. ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტმა 2009 წელს იაროსლავის ფორუმზე წარმოთქვა.

”მართალია პრეზიდენტი მედვედევი ბევრს საუბრობს, მაგრამ მან ხელიდან გაუშვა რუსეთის დემოკრატიზაციის მხარდაჭერის უნიკალური შანსი. შესაძლოა იმიტომ, რომ ვალდებულია ის როლი ითამაშოს, რომელიც მას მემკვიდრედ შერჩევისას ვლადიმერ პუტინმა განუსაზღვრა. . ასეა თუ ისე, 2012 წელს პუტინის დაბრუნება ობამას ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლების ილუზიებს გაფანტავს, რომლებმაც დიდი იმედები დაუკავშირეს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკას მედვედევთან ერთად. იმ შემთხვევაშიც, თუკი მედვედევი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩება, რაც ძალიან საეჭვოა, მისი როლი რუსეთის დემოკრატიზაციის საქმეში, ძალიან შეზღუდულად გამოიყურება”- აღნიშნავს არიელ კოენი.

 

კომენტარები