”ნიუ-იორკ ტაიმსის” ცნობით ოთხშაბათს ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ იმ გეგმის შესახებ განაცხადა, რომელიც მიმართულია ბლოკის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების შეზღუდვისკენ, ლაპარაკია შეთანხმებებზე, რომელთა გამოც სერიოზულ გავლენას იძენენ ნავთობის და გაზის ისეთი ექსპორტიორები, როგორიც მაგალითად რუსეთია. ”ევროპამ „საკუთარი საზღვრების მიღმა უნდა გაიხედოს, რათა ენერგომიწოდებების უსაფრთხოება უზრუნველყოს ,-მოჰყავს გამოცემას ენერგეტიკის საკითხების კომისრის გიუნტერ ეტინგერმის სიტყვები. . ”ამ წინადადებით ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს იმ სექტორის გაკონტროლებას, რომელშიც ქვეყნები გულმოდგინედ იცავენ თავიანთ სუვერენიტეტს და რომელშიც გავლენიანი კომპანიები მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან ბაზრებზე დომინირებენ.”-წერს ”ნიუ იორკ ტაიმსი” და განმარტავს, რომ გიუნტერ ეტინგერმა გამოთქვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მესამე ქვეყნების მონაწილეობით შედგენილ ენერგეტიკულ ხელშეკრულებებზე ინფორმაციის მოთხოვნის უფლების მოპოვების სურვილი მანამ,, სანამ ეს ხელშეკრულებები გაფორმდება. გეგმის თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ევროკომისია, საჯაროდ დააფიქსირებს ყველა კრიტიკულ მოსაზრებას და თუკი ეს მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, სარჩელით მიმართავს წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი იმ ხელშეკრულების პირობების შეცვლის მოთხოვნით, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ევროკავშირის საერთო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. წინადადება მოითხოვს თანხმობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მხრიდან.




