საფრანგეთი სირიას კაცობრიობის წინაშე დანაშაულში სდებს ბრალს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალან ჟუპემ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, კაცობრიობის წინაშე დანაშაულში დასდრო ბრალი . გავრცელებული ცნობებით,  ჟუპემ სირიის პრეზიდენტის  მიმართ   ბრალდება მოსკოვში, სერგეი ლავროვთან საუბრისას გამოთქვა. საგრანგეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა  რუს კოლეგასთან შეხვედრაზე გამოხატა იმედი, რომ რუსეთი მალე შეუერთდება სირიის მიმართ სანქციებს. როგორც ცნობილია სწორედ რუსეთი და ჩინეთი უწევს წინააღმდეგობას დასავლეთს სირიის მიმართ სანქციების  შემოღებაში.   სირიიდან გავრცელებული ცნობებით უშიშროების ძალებმა იქ  გუშინ 12 ადამიანი მოკლეს.  


კომენტარები