ალა პუგაჩოვა პარტია „პრავოე დელოს“ სახე გახდება

ალა პუგაჩოვამ პარტია „პრავოე  დელო“-ში  გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. როგორც მომღერალმა  „კომსომოლსკაია პრავდა“- სთვის  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იგი პარტიის ახალი ლიდერის, მიხეილ პროხოროვის პიროვნებით მოიხიბლა. „როგორც იქნა, გამოჩნდა ნამდვილი მამაკაცი, რომელიც მზადაა ქვეყნისთვის რაიმე გააკეთოს“, - განაცხადა პუგაჩოვამ და აღნიშნა, რომ  თუ  პარტიაში გაწევრიანებას შესთავაზებენ  უარს არ იტყვის. თავის მხრივ ,  მიხეილ პროხოროვმა  განაცხადა, რომ მზადაა  პარტიაში ცნობილი მომღერალი ს მისაღებად.  ”ასეთმა ხალხმა პარტიის ბირთვი უნდა შეადგინოს” -  თქვა პროხოროვმა და    იმედი გამოთქვა, რომ პუგაჩოვამ შესაძლოა ორგანიზაციაში ქალების პრობლემებზე იმუშაოს.

მემარჯვენე მიმართულების პარტია „პრავოე დელო“ 2009 წელს შეიქმნა. მიმდინარე წლის ივნისიდან მას სათავეში ხელისუფლებასთან დაახლოებული მილიარდერი მიხეილ პროხოროვი ჩაუდგა. რუსი ექსპერტები „პრავოე დელოს“ რუსეთში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროექტად მიიჩნევენ. პროხოროვმა იმედი გამიოთქვა, რომ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე ორგანიზაცია ხმათა მინიმუმ 15 პროცენტს მიიღებს. პროხოროვმა ასევე განაცხადა, რომ „ჩრდილოვან მთავრობას“ ჩამოაყალიბებს და რუსეთში მომავალი საპრეზიდენტო  არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების სურვილიც გამოთქვა. 

კომენტარები