ჩრდილოეთის ნაკადში გაზის ჩატუმბვა დაიწყო

ქალაქ ვიბორგთან ჩრდილოეთის ნაკადად ცნობილ გაზსადენში  ”ტექნიკური ” გაზის ჩატვირთვა დაიწყო.  გაზის ჩატვირთვის ბრძანება ადგილზე პირადად რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა გასცა.   მან მადლობა გადაუხადა გერმანიის  ექს-კანცლერს გერჰარდ შრედერს ”ჩრდილოეთის ნაკადად ” წოდებულ პროექტში მონაწილეობისთვის  და   ხაზი გაუსვა , რომ  უკრაინამ გაზის ტრანზიტზე ექსკლუზივი დაკარგა.  2005 წლის  სექტემბერში  გერმანიაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას იქნა ხელმოწერილი  შეთანხმება ჩრდილო-ევროპული მიმართულების  გაზსადენის მშენებლობის შესახებ.  ბალტიისპირეთის ქვეყნები და  პოლონეთი ასევე ბელორუსია აპროტესტებდნენ   ჩრდილოეთის ნაკადის იდეას. 2005 წლის დეკემბერიში ფედერალური კანცლერის პოსტიდან წასვლის შემდეგ შრედერი ”გაზპრომთან” თანამშრომლობას დათანხმდა და სათავეში ჩაუდგა North European Gas Pipeline Company  -ს აქციონერთა  საბჭოს. 

„ჩრდილოეთის ნაკადი“ ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით  გერმანიაში გადაქაჩავს  წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. 1124-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა 7,4 მილიარდამდე ევრო დაჯდება. „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსეთი თავს არიდებს ბელორუსიასა და უკრაინაზე ტრანზიტს, რომელიც ბოლო წლებში პრობლემებს უქმნიდა. "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპაში გაზის ექსპორტი ოქტომბერში დაიწყება. 

კომენტარები