უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შესატანად დოკუმენტები მოამზადა. საქმე ეხება გაზის ტარიფზე ორ ქვეყანას შორის დავას. გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიუღებელი უწოდა გაზის საკითხზე რუსეთის პოზიციას. მისი განცხადებით: ” კიევი მოსკოვს გაზისთვის ყოველწლიურად 5-6 მილიარდ დოლარს ზედმეტს უხდის ”. უკრაინას სურს გაზის საკითხზე უკრაინა და რუსეთი ”ევროპულ საბაზრო ფასს” დაუბრუნდნენ. კონცერნ ”ნაფტოგაზის” ხელმძღვანელის ევგენი ბაკულინის განცხადებით უკრაინისთვის მისაღები ფასი იქნებოდა 230 დოლარი ათას კუბურ მეტრ გაზზე. მოსკოვი კი აპირებს საკუთარი პოზიციის დაცვას ნებისმიერ საერთაშორისო ინსტანციაში.




