ლიბიურმა სამხედრო ძალებმა ნიგერის საზღვარი გადაკვეთეს

გავრცელებული  ცნობებით,  მუამარ კადაფის მხარდამჭერი სამხედროები სამხედრო ტექნიკის თანხლებით ნიგერში გადავიდნენ.  ჯერჯერობით უცნობია ნიგერში გადასულთა  შორის არის თუ არა კადაფის ოჯახის რომელიმე წევრი. ფრანგული და ნიგერიული წყაროების ცნობით, სამხედრო კოლონა 200-250 სატრანსპორტო საშუალებისგან (vehicles) შედგებოდა. თუმცა, ადგილობრივები განსხვავებულ ციფრებს ასახელებენ .  Associated Press-ისთვის მიწოდებული ინფრომაციით,  ნიგერში ლიბიური შეიარაღება ათობით სატვირთო მანქანამ გადაზიდა.

როგორც ცნობილია, კადაფიმ მის მომხრეებს სიკვდილამდე წინააღმდეგობის გაწევა და დაუნებებლობა  მოუწოდ, თუმცა  მას ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაკარგული აქვს.



კომენტარები