მსოფლიო ბანკი ევროპისა და აშშ-ს ეკონომიკური რისკების შესახებ

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერ ზელიკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების და ევროპის  ეკონომიკაში  ნელი ზრდა და უმუშევრობის მაღალი დონეა მოსალოდნელი.  ნათქვამს ზელიკმა დასძინა, რომ   პრობლემების მიუხედავად  რეცესიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება. ”რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად  მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა  სინგაპურში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  რომ ევროპის კრიზისი  უარყოფითად  აისახება  ევროპის ბაზრის მიმართ  ინვესტორთა ნდობის ხარისხზე და გამოთქვა მოსაზრება, რომ  ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევები უფრო ’გარდაუვალია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე არსებული.    მსოფლიოს დღევანდელ ეკონომიკაში არსებული  კრიზისული ვითარების განხილვისას     მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა   მე-20-საუკუნის 30-იანი წლების დეპრესია გაიხსენა და მოუწოდა ”დიდ ოცეულს’ გამონახოს  სტიმულირების დამატებითი ზომები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

კომენტარები