ევროპაში 164 მილიონ ადამიანს, მოსახლეობის 38%-ზე მეტს, მენტალური პრობლემა აქვს. კვლევა European College of Neuropsychopharmacology-მა ჩაატარა. მასში წარმოდგენილია ფსიქოლოგიურ პრობლემებისა და ნევროლოგიური დაავადებების მქონეთა მონაცემები.
კვლევის მიხედვით, დაავადების მქონე ევროპელების უმეტესობას ნერვული აშლილობა 14%-ს, ინსომნია 7%-ს, დეპრესია 6.9%-ს და დემენცია 5.4%-ს აღენიშნება. მონაცემები განსხვავებულია სქესთა მიხედვით. კვლევა აჩვენებს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულებისადმი რისკი მამაკაცებშია მაღალი, დეპრესიისაგან კი ქალბატონები იტანჯებიან. დეპრესია უმეტესად 16-42 წლის ქალებში აღინიშნება. მაჩვენებელი განსაკუთრებით უკანასკნელი ოთხი დეკადის განმავლობაში გაიზარდა.
კვლევა მიუთითებს მკურნალობის ნაკლებობაზეც. გონებრივი დარღვევების მქონე ევროპელთა მხოლოდ 30-52%-ს ჰქონდა შეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან. შესაბამისი პროფილის სპეციალისტს 8-16% მიმართა. მკურნალობის მინიმალური კურსი კი მხოლოდ 2-9%-მა გაიარა.
განსხვავებული მაჩვენებელია ნევროლოგიური დარღვევების შემთხვევაში. 80%-ი მკურნალობს, თუმცა, მკვლევართა განცხადებით, მკურნალობის ხარისხი დაბალია.