დღეს პარიზში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის სასამართლო დაიწყო. მას პარიზის მერობისას კორუფციულ საქმიანობაში ედება ბრალი. შირაკი , რომელიც ბრალდებებს უარყოფს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს მიმართა თხოვნით ნება მიეცეს მის ადვოკატს პროცესზე წარმოადგინოს.
შირაკს ბრალი ედება პარიზის მერობისას, (1977-1995 წლები) საკუთარი პარტიის სასარგებლოდ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გამოყენებაში.
დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში შირაკს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 150000 ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრება ემუქრება. 1995-2007 წლებში შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო და შესაბამისად, მისი გასამართლება ვერ ხდებოდა იმუნიტეტის გამო. შირაკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი პრეზიდენტია რომელსაც სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა.