კვირას, 4 სექტემბერს გამართულ, ადგილობრივ არჩევნებში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დამარცხდა. მეკლენბურგ-ფორპომერანიაში, მერკელის მშობლიურ მიწაზე, ქრისტიან-დემოკრატებმა ხმათა მხოლოდ 23% მოაგროვეს. წინა არჩევნებზე პარტიას ამომრჩეველთა 29% დაუჭირა მხარი. ქრისტიან-დემოკრატების მთავარმა ოპონენტმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა 36%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. შედარებით უფრო რადიკალურმა მემარცხენეთა პარტიამ ხმათა 18% მიიღო.
მწვანეთა პარტიამ თავისი შედეგი წინა არჩევნებზე, 3.4%, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ამჯერად 8% მიიღო.
თავისუფალმა დემოკრატებმა, ქრისტიან-დემოკრატების მოკავშირეებმა ბუნდესტაგში, ვერ შეძლეს 5% ბარიერის გადალახვა და პარლამენტში ადგილები ვერ მოიპოვეს. მათ ხმათა 3% მოიპოვეს.
არჩევნების შედეგებმა შეიძლება ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემორკატებს შორის არსებული კოალიციის ჩამოშლა გამოიწვიოს. მიწის მმართველმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ერვინ სელერინგმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სხვა პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბებას.