პეჩორში სასულიერო პირმა მღვდლის ცოლი სცემა

 რუსეთში, ქალაქ პეჩორის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მართლმადიდებელი მღვდელი, რომელმაც მისივე ეპარქიის მღვდელმსახურის მეუღლე სცემა. ელენა კაჩური, მამა ვასილ ფრანცევს ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. კაჩურმა სასამართლოზე წარადგინა სამედიცინო დასკვნა, სადაც მტკიცდება, რომ დამნაშავემ მას მკერდის არეში მიაყენა დაზიანება, მაშინ, როცა დაზარალებული მეძუძური დედა იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ მამა ვასილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ 5000 რუბლი უნდა გადაიხადოს, ხოლო მორალური ზიანის მიყენებისთვის დაზარალებულს 1000 რუბლი გადასცეს.

ეპარქიის მღვდელმთავარსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაზარალებულის მომხრეები ეკლესიას მოციქულთა 27-ე კანონს ახსენებენ: ”ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან  განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “...ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა...” (I პეტ. 2,23).”  

კომენტარები