ავღანეთში 30-მდე პაკისტანელი ბიჭი გაიტაცეს

 გაურკვეველმა სამხედრო დაჯგუფებებმა ავღანეთში დაახლოებით 30 პაკისტანელი ბიჭი გაიტაცეს. ბავშვები, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდე მერყეობს, თავიანთი საცხოვრებლიდან მეზობელ რეგიონში მუსლიმური დღესასწაულის ეიდის აღსანიშნავად იყვნენ წასულები. უკან დაბრუნებისას მათ გზა აებნათ და შემთხვევით ავღანეთში აღმოჩნდნენ.რამდენიმემ მოახერხა გამტაცებლებს დასხლტომოდა და საკუთარ სოფელში დაბრუნებულიყო. ადგილობრივი უხუცესები ახალგაზრდების დახსნას ცდილობენ. პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთის გაკონტროლებას ვერც ერთი და ვერც მეორე ქვეყანა ვერ ახერხებს.

კომენტარები