ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ფარგლებში თურქეთში ადრეული შეტყობინების რადარი განთავსდება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სელჩუკ უნალმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის პროექტის რეალიზაციის შესახებ გასულ წელს ლისაბონის სამიტზე იქნა მიღებული. „თურქეთი თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს ამ გეგმებს და სამუშაოში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ამ სისტემაში თურქეთის მონაწილეობის შესახებ და ამჟამად ბოლო ეტაპზე გავედით“ - აღნიშნა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. მისი ვე თქმით, თურქეთი „თავის წვლილს შეიტანს ნატო-ს თავდაცვის ახალი სისტემის განვითარებაში და ხელს შეუწყობს როგორც ალიანსის, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას“
მოლაპარაკებები თურქეთთან რაკეტსაწინააღმდეგო რადარის ამ ქვეყანაში განთავსების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ივნისში, ანკარაში ვიზიტისას გამართა.
მაისში აშშ-მ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამ ქვეყანაში ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ფარგლებში რაკეტების განლაგების შესახებ. აშშ-ს ადმინისტრაციას იმ დროისთვის ჯერ არ ჰქონდა მიღებულ გადაწყვეტილება რადარის განლაგების თაობაზე.
მანამდე, თებერვალში, ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა პენტაგონისთვის გაკუთვნილ წერილში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შემადგენელი რადარის საქართველოში განლაგებას დაუჭირა მხარი. აპრილის თვეში 39-მა რესპუბლიკელმა სენატორმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიმართა. კანონმდებლები ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ ურჩევდნენ, დაფიქრებულიყვნენ რადარის განლაგებაზე თურქეთში, საქართველოში, "ან სხვა ადგილას, რომელიც ხელსაყრელი იქნება ამერიკელი ხალხის დასაცავად".
პრესაში გაჟონა ცნობებმა ამ საკითხზე აშშ-თურქეთის მოლაპარაკებებში სირთულეების შესახებ. კერძოდ, გავრცელებული ცნობებით, რადარის განლაგებაზე თანხმობის სანაცვლოდ თურქეთი ითხოვდა, რადარის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ისრაელისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო.
თურქეთში რადარისა და რუმინეთში გადამჭერი რაკეტების განლაგება 2015 წლისათვის, ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნის მეორე ეტაპის ფარგლებშია დაგეგმილი.