კონგოში საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც ჯერ კიდევ ჩაუტარებელ არჩევნებს ეხებოდა. ნოემბერში ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, თუმცა მოსახლეობის ნაწილს უკვე ეჭვი ეპარება მის სამართლიანობაში. ოპოზიციური კანდიდატის ეტიენ ტშისეკედის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი კინშასას ცენტრში შეიკრიბა. აქცია სანქცირებული იყო. თუმცა სამართალდამცავების განცხადებით, მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს ცრემლსადენი გაზის გამოყენება, რაც გადაიკეტა ქუჩები, აქციას კი ძალადობრივი ხასიათი მიეცა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საარჩევნო კომისიის შენობებს მიახლოებოდნენ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აფრიკაში ტერიტორიით (2.4 მილიონი კვადრატული კილომეტრი) მე-2, მსოფლიოში კი მე-11 ადგილზეა. მისი მოსახლეობა 70 მილიონს აჭარბებს.

2003 წელს კონგოში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დამთავრდა. მას შემდეგ, ნოემბერში გასამართი არჩევნები, რიგით მეორეა.

 

კომენტარები