ობამამ კონგრესის წინაშე წარმოსათქმელი სიტყვა გადადო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ეკონომიკის შესახებ საკონგრესო გამოსვლა გადადო. ამას პალატის სპიკერი, ჯონ ბოინერი, ითხოვდა.

ქვეყნის პირველი პირი მომავალ ოთხშაბათს ახალი სამსახურების შექმნის გეგმის მიმოხილვას აპირებდა. ბოინერი აღნიშნული გამოსვლის ერთი დღით გადადებას მოითხოვდა. თეთრმა სახლმა კი მიიღო მისი რეკომენდაცია.

აშშ-ში უმუშევრობის დონე 9%-ია.  

კომენტარები