რუსეთმა ლიბიის გარდამავალი მთავრობა სცნო

რუსეთმა ოფიციალურად ცნო  ლიბიის მმართველი ორგანო დროებითი გარდამავალი ნაციონალური საბჭო. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სააგენტო ინტერფაქსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი  ახალი ხელისუფლებისაგან  მოამარ კადაფის დროს გაფორმებული კონტრაქტების  შესრულებას მოელის. მოსკოვის ეს მოლოდინი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშიც არის ხაზგასმული. თუ ლიბიის გარდამავალი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ რუსეთს სამაგიერო გადაუხადოს კადაფის რეჟიმის მხარდაჭერისათვის, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება   მილიარდიანი რუსული კაპიტალდაბანდება ამ ქვეყანაში, ეს კი მოსკოვისთვის უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური მარცხი იქნება.

ბოლო პერიოდამდე რუსეთი უარს ამბობდა ეცნო ლიბიის დროებით მთავრობა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც აჯანყებულებთან, ისე  კადაფის რეჟიმთან. პრეზიდენტმა მედვედევმა რამდენიმე ხნის წინ მოსკოვის ასეთ პოზიციას აქტუალური უწოდა.

კომენტარები