ლიბიის კონფლიქტთან დაკავშირებით სამიტი გაიმართება

პარიზში, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით  საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის მიერ მოწყობილი სამიტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ასევე ჩინეთისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც ახლახან აღიარეს ეროვნული გარდამავალი საბჭო (National Transitional Council (NTC)) ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობად. ამ უკანასკნელმა უსაფრთხოების დამყარებასა და  დემოკრატიის მშენებლობისთვის ითხოვა დახმარება. სამიტი ხანმოკლე და სიმბოლური იქნება, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ეს კიდევ უფრო დაარწმუნებს ლიბიის გადამავალ მთავრობას დასავლეთის მხარდაჭერაში. შეხვედრაზე განიხილავენ ქვეყნის აღდგენისა და დაპირისპირებულთა შერიგების გეგმებს. დღეისათვის ქვეყანას ყველაზე მეტად სხვადასხვა მომსახურების (როგორიცაა, საწვავი, ელექტროენერგია, წყალი, საკვები და გადასახადები მუშებისთვის) აღდგენა ესაჭიროება.

პარიზის ფორუმს, სახელწოდებით ,,ლიბიის მეგობრები“, დაახლოებით სამოცი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. მათ რიგებში იქნება გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნიც.

კომენტარები