30 აგვისტოს გვიან ღამით გროზნოში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 9 და დაიჭრა 22 ადამიანი. დაღუპულებს შორის ექვსი პოლიციელი, ერთი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელი და ერთი სამოქალაქო პირია. ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრ მუსა აჰმადოვის განცხადებით ხუთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია . მინისტრის თქმით, მძიმედ დაჭრილების ტრანსპორტირება საშიშია მათი ჯანმრთელობისთვის, ხოლო სხვებს მოსკოვში გადაყვანა არ სჭირდებათ.
პირველი აფეთქება ჩეჩნეთის დედაქალაქში 30 აგვისტოს გვიან საღამოს მოხდა . რესპუბლიკის პარლამენტის შენობიდან 100 მეტრში დაცვის ორმა თანამშრომელმა ორ საეჭვო პირს დოკუმენტები მოსთხოვა, პასუხად ერთ-ერთმა თავი აიფეთქა. შემთხვევის ადგილას მაშინვე მივიდნენ პოლიციელები და ექიმები , შეიკრიბნენ გამვლელებიც. სწორედ ამ დროს აიფეთქა თავი მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა. ჩეჩნეთის შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მოხდა სამი აფეთქება, მოქმედებდა სამი ტერორისტი კამიკაძე.
უკვე დადგენილია სამიდან ორი ტერორისტის ვინაობა, ურუს მარტაანის რაიონის მკვიდრი 1989 წელს დაბადებული მოჰამედ დაშაევი და სოფელ სტარიე აგატის მკვიდრი სანავთობო ინსტიტუტის სტუდენტი 1990 წელს დაბადებული ადლან ხამიდოვი. რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრის დროს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ერთი წლის წინ გროზნოს საკონცერტო თეატრალური დარბაზის წინ აფეთქებული თვითმკვლელი ტერორისტის ძმაა. “ეს ტერორისტების ოჯახია მათი ადგილი არ არის ადამიანებს შორის და უნდა ამოიძირკვონ“ განუცხადა კადიროვმა ჟურნალისტებს.