ლიბიამ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებზე უარი თქვა

ლიბიის დროებითმა მთავრობამ უარი თქვა გაეროს საერთაშორისო სამხედრო  ძალების  ლიბიის ტერიტორიაზე განთავსებაზე - განაცხადა ლიბიაში გაეროს წარმომადგენელმა იან მარტინმა.   BBC-ის ცნობით, ლიბიის   გარდამავალი ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების დასცავად  სხვა ქვეყნის სამხედროების დახმარება არ სჭირდება.  იან მარტინის თქმით,  გაერო ლიბიის ტერიტორიაზე საერთაშორისო პოლიციური ძალების განლაგების შესაძლებლობას განიხილავდა.   

კომენტარები