მოსკოვის საპატრიარქოს შემოსავალი რამდენიმე მილიარდს შეადგენს, აცხადებენ რუსი ექსპერტები. 30 ათასამდე სამრევლო და 160 ეპარქია დამოუკიდებელი იურიდიული პირია და საკუთარი ბიუჯეტი აქვთ. მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დახურულია. საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესიის შემოსავლის 80 პროცენტი საეკლესიო მომსახურებიდან (ნათლობიდან დაწყებული, წესის აგებით დასრულებული) შემოდის. დანარჩენი 20% კი შემოწირულობებით ივსება.
მოსკოვის საპატრიარქოს ფინანსური სამსახურის უფროსმა, ნატალია დერიუჟკინამ, თავის ერთადერთ ინტერვიუში, რომელიც ხუთი წლის მანძილზე საპატრიარქოს ჟურნალს მისცა, განაცხადა რომ საპატრიარქო ვერ ხედავს საკუთარი ფინანსური შემოსავლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას.
BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქო ოფიციალურად არის ორი ბანკის აქციების მფლობელი. 2010 წელს, მას შემდეგ რაც მიიღეს კანონი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული საეკლესიო ქონების მესაკუთრეებისთვის დაბრუნების შესახებ, რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეკლესიას საკუთრებაში უნდა გადაეცეს 12 ათასი არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი. ამ ობიექტებს, გარდა ისტორიული ღირებულებისა, უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვთ.
გარდა ამისა, ეკლესიას ამ კანონით შეუძლია, გახდეს ნებისმიერი შენობის მესაკუთრე, რომელთანაც კავშირი არ ჰქონია. მაგალითად, კალინინგრადის რაიონში, ჩრდილოეთ პრუსიის ყოფილ ტერიტორიაზე, რუსეთის საპატრიარქოს გადასცეს გერმანული ეკლესიები და სხვა საკუთრება, რომელთანაც მართმადიდებლობას კავშირი არ აქვს.